კაია კალასი - ევროკავშირმა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს
ხვიჩა კვარაცხელია მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება
სუს-ი - სხვადასხვა რეგიონში მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი
ლევან გორდეზიანი - მიზანი არის ერთადერთი: კონტროლი - ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც ეს დაწესებულებები, სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს
ლევან ხაბეიშვილი - რუსი ოლიგარქი ხალხს უგებს, ბრძოლა წაგებულია, ომი არა!
CNN - დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება

ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტს შესაძლოა, წითელი ხაზები ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ ფეხი რამდენჯერმე გადასცდა

31.03.2023 ნახვები: 626

აღმოჩნდა, რომ ქართველ ხალხს 2018 წლის არჩევნებში არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჰქონია გასაკეთებელი - აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხი ნანობს და ჩემს სინანულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტს შესაძლოა, წითელი ხაზები ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ ფეხი რამდენჯერმე გადასცდა და საქართველოს ძირეული ინტერესების დაზიანებასთან ახლოს დგას.

„დღეს პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ამ გზისთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა. მისი პარლამენტში გამოსვლა თავიდან ბოლომდე იყო რესტარტი - მიცემული პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. მან ყველა შესრულებულ რეკომენდაციას “ფორმალურად შესრულებული“ უწოდა და უაპელაციოდ მოახდინა იმის დეკლარირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კურსს გადაუხვია. საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებებით თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებში “ჩაჯდა“. დღევანდელი გამოსვლა იყო არა რაღაც მიზნის კონსოლიდაციისთვის გამოსვლა, არამედ ეს იყო გამოსვლა მიზნის დაზიანებისათვის. მიზნის დაზიანებისათვის მან “ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ცნობილი მესიჯი გამოიყენა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, ის, რაც პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებასთან“ და კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით უაპელაციოდ თქვა, ჭორაობა იყო.

“ადვილია, მხოლოდ აკრიტიკო, როცა ნული პასუხისმგებლობა გაქვს და თან როცა იცი, რომ ამ კრიტიკის გამო ვიღაცამ შენი პოლიტიკური კარიერა უზრუნველყოს. პრეზიდენტის სიტყვებში ეს უფრო იკითხებოდა, ვიდრე რეალური ზრუნვა მშვიდობისა და პოლიტიკური კონსენსუსისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა