ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გიორგი წერეთელი - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მეწყრული პროცესების საშიშროებიდან გამომდინარე მივიღეთ

ნახვები: 641 გიორგი წერეთელი - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მეწყრული პროცესების საშიშროებიდან გამომდინარე მივიღეთ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი განმარტავს, რატომ გახდა აუცილებელი, რომ რიკოთის ნაცვლად, მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით განხორციელდება.

როგორც გიორგი წერეთელი ამბობს, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მეწყრული პროცესების საშიშროებიდან გამომდინარე მიიღეს.

„უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა რიკოთის დროებით დაკეტვა, ვინაიდან 149-ე კილომეტრზე მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებაა. შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით დაგვეკეტა მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე.

ამ ეტაპზე რიკოთის მაგივრად, მოძრაობა ხორციელდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე. ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გეგმურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაბამისად, მოძრაობა შეზღუდულად ხდება, რისთვისაც მოსახლეობას, მგზავრებსა და მძღოლებს ბოდიშს ვუხდით“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გიორგი წერეთლის თქმით,  ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებაა, სპეციალისტები მუშაობენ.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი სპეციალისტების – გეოლოგების, გეოტექნიკოსების, შესაბამისი ინჟინრების მიერ კვლევით-საძიებო სამუშაოები და შესწავლა, რა ხდება და მომავალში რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე აღდგეს სატრანსპორტო მოძრაობა. თავის დროზე, როდესაც დაიგეგმა რიკოთის უღელტეხილის მშენებლობა, გეოლოგიურად შესწავლილია აღნიშნული მონაკვეთი და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილება დაიდო. აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობის მიმდინარეობისას, განვითარდა მეწყრულო პროცესი.  ყველა გვირაბთან, ყველა ხიდთან ყოველთვის მიმდინარეობს მონიტორინგი. სწორედ მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ განვითარდა მეწყრულო პროცესები. ამიტომ არის შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე. ველოდებით შესაბამის დასკვნებს“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა