Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კიევის სასამართლომ განსახილველად მიიღო კიევ-პეჩერის ლავრის ბერების სარჩელი მათი გამოსახლების დაუშვებლობის შესახებ

ნახვები: 581 კიევის სასამართლომ განსახილველად მიიღო კიევ-პეჩერის ლავრის ბერების სარჩელი მათი გამოსახლების დაუშვებლობის შესახებ

კიევის სასამართლომ განსახილველად მიიღო კიევ-პეჩერის ლავრის ბერების სარჩელი მათი გამოსახლების დაუშვებლობის შესახებ. ამის შესახებ მონასტრის ადვოკატმა, დეკანოზმა ნიკიტა ჩეკმანმა განაცხადა.

მედიის ცნობით, საქმის მოსამზადებელი სხდომა 26 აპრილს, კიევის ეკონომიკური სასამართლოს შენობაშია ჩანიშნული.

გარდა ამისა, დაკმაყოფილდა მონასტრის შუამდგომლობა, რათა უკრაინის ხელისუფლებამ მიაწოდოს ინფორმაცია მონასტრის ძმების მიერ ჩადენილი დარღვევების არსის შესახებ.

ამ დროისთვის ლავრის გამოქვაბულების მახლობლად მდებარე ჯვრის ამაღლების ეკლესიაში ტარდება ღვთისმსახურება მიტროპოლიტ ონოფრეს ხელმძღვანელობით.

უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევ-პეჩერის ლავრა ამ დრომდე არ დაუტოვებია. ლავრის ტერიტორიაზე სამართალდამცველების რაოდენობა გაიზარდა, რომლებიც შემავალ და გამოსულ მანქანებს ამოწმებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა