ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ლევან ბეჟაშვილი - საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერი იყო, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებით მაჩანჩალას როლშია

ნახვები: 644 ლევან ბეჟაშვილი - საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერი იყო, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებით მაჩანჩალას როლშია

საქართველო, რომელიც ლიდერი იყო რეგიონში, დღეს კი მაჩანჩალას როლშია, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა, შარლ მიშელის მოლდოვაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელი საქართველოშიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო, სრულიად გასაგებია, თუ რატომ არ ჩამოვიდა“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლება ჰყავდეთ სულ წნეხის ქვეშ, რათა 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდეს.

„როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტი ჩააგდო და პრაქტიკულად 12-პუნქტიანი გეგმა არ სრულდება, შარლ მიშელის გადაწყვეტილება, რომ არ ჩამოვიდა საქართველოში, სავსებით გასაგებია. სამწუხაროა, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი ევროპულ პერსპექტივებთან მიმართებით, დღეს მაჩანჩალას როლშია და ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო ხდება. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ვაიძულოთ ხელისუფლება, რათა შესრულდეს ეს 12-პუნქტიანი გეგმა და ამით უზრუნველვყოთ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაშლა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა