ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გრეტა წიწავა - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“

ნახვები: 636 გრეტა წიწავა - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, გრეტა წიწავა „ფეისბუქზე“ წერს.

„სამწუხაროდ, ყველას კარგად გვახსოვს სანდრო გირგვლიანის წამების შემზარავი ამბავი, ქართული საზოგადოების პროტესტი და ამ ყველაფერზე ეროვნული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილება -გამაოგნებელს უწოდებს სტრასბურგი მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების არაადამიანურ ქმედებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ…

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“…

მოდი, ვიყოთ გულახდილები და ვეცადოთ, დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან – ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო – ისტორიები, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ წევრებიც კი ამბობენ, ცუდი იყო!“,- წერს უმრავლესობის წევრი, გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ნორვეგიაში პრიზი გადაეცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა