Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი ღარიბაშვილი - დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება საქართველოში ომის დასაწყებად - ეს გეგმა ჩაუვარდა, ჩვენმა შიდა და გარე მტრებმა წააგეს

ნახვები: 580 ირაკლი ღარიბაშვილი - დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება საქართველოში ომის დასაწყებად - ეს გეგმა ჩაუვარდა, ჩვენმა შიდა და გარე მტრებმა წააგეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზანი რევოლუციის მოწყობა, სისხლისღვრა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იყო.

როგორც მან პარლამენტში, ე.წ. ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ეს გეგმა ჩაუვარდა და შიდა დაგარე მტრებმა წააგეს.

„უკანონოდ შემოსული და შემოპარული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, მისი მიამიტური გათვლებით. აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, საუბრები უკვე დაწყებული იყო და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი უყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში, ან დეკემბერში, რომელმაც რამდენიმე თვით გადაიწია რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, ვფიქრობ, არცერთ გონიერ ადამიანს კითხვა აღარ დარჩება, რომ დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩაუვარდა, ჩვენმა შიდა და გარე მტრებმა წააგეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა