Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კახა ბექაური - მედიის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ყალბი ინფორმაციის გავრცელება და პოლიტიკური მიკერძოება

ნახვები: 579 კახა ბექაური - მედიის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ყალბი ინფორმაციის გავრცელება და პოლიტიკური მიკერძოება

პარლამენტის პლენარულ სესიაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც მაუწყებლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედია პლურალისტური და მრავალფეროვანი, თუმცა, ამავდროულად, მკვეთრად პოლარიზებული და პოლიტიკურად მიკერძოებული იყო.

მისივე თქმით, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც მედიის მთავარ გამოწვევას სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკურად მიკერძოებულობა წარმოადგენდა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების ნაწილის მოგვარება 2022 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ევროდირექტივის მოთხოვნის შესაბამისად შესული ცვლილებებით დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი გადაცემები და რეკლამები დარეგულირდა, ასევე განისაზღვრა პასუხის გაცემის უფლება, რის მიხედვითაც, პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებით მედიამ არასწორი ფაქტი გაავრცელა, მაუწყებლისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცემა.

კახა ბექაურის ინფორმაციით, ცვლილებები 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება, რადგან მაუწყებლებს მიეცათ გარდამავალი პერიოდი, მოეყვანათ თავიანთი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში. კახა ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ მედიის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა ფართო დისკუსია და პრობლემის აღმოფხვრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა