დიდი ბრიტანეთის საელჩო - ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ თავდასხმებს, რაც წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის მაგალითს
ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილი თავს ძალიან მხნედ გრძნობს - საქმეც ვერ „შეკერეს“
სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ეუთოს 37 ქვეყანა - მკაცრად ვგმობთ მზია ამაღლობელის და რამდენიმე მომიტინგის მიმართ გამოტანილ განაჩენს
კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ვაკის რაიონის მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ვახტანგ სურგულაძე და ზაზა თავაძე წარუდგინეს
პეტრე ცისკარიშვილი - 4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი იცვლება - ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი
ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი - მას, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, კლინიკაშივე წაუყენებენ
ემანუელ მაკრონი - გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება, რათა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წვლილი შევიტანო პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადება: სამედიცინო პერსონალისათვის კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს

30.08.2021 ნახვები: 557

საქართველოს დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების თავჯდომარე არჩილ ჩხოტუა ცხადებს, სამედიცინო საზოგადოებამ კიდევ უფრო გააქტიუროს ძლისხმევა და ვაქცინაციის პროცესში პირადი მაგალითი მისცეს საკუთარ პაციენტებს.

არჩილ ჩხუტუა ახმოვანებს დარგობრივი სამედიცინო ასოციაციების პოზიციას და აცხადებს, რომ სრულიად მიუღებელია ექიმის მიერ საკუთარი ანტივაქსერული შეხედულებების, რომელსაც არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ აქვს, საჯარო სივრცეში გავრცელება.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ვინაიდან კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია თავს ვალდებულად ვთვლით დავაფიქსიროთ საქართველოს დარგობრივი ასოციაციების მყარი პოზიცია ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით.

აუცილებელია სამედიცინო საზოგადოებამ კიდევ უფრო გააქტიუროს ძლისხმევა და ვაქცინაციის პროცესის ავანგარდში იყოს. სრულიად მიუღებელია ექიმის მიერ საკუთარი ანტივაქსერული შეხედულებების, რომელსაც არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ აქვს, საჯარო სივრცეში გავრცელება, მითუმეტეს ამის თანმდევი დებატები. ასეთი რამ არის ის ნოყიერი ნიადაგი, რითაც საზრდოობს ანტივაქსერული კამპანია.

აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვაყალიბებთ ჩვენ პოზიციას:
1. პირველ რიგში მოვუწოდებთ სამედიცინო პერსონალს მაგალითი მისცეს საკუთარ პაციენტებს და საჯაროდ ჩაიტარონ ვაქცინაცია.

2. მოვუწოდებთ მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით და ამასთანავე მკაცრად დაიცვან დღეს არსებული კოვიდ-19 საწინააღმდეგო რეგულაციები, რომელიც არის მინიმალური და მათი შესრულება არ არის რთული .

3. მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაიწყოს მუშაობა სამედიცინო პერსონალისათვის კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოდ შემოღების და მისი აღსრულების მექანიზმებზე, სასწრაფო წესით შეიმუშაოს ვაქცინაციის პროცესის ხელშემწყობი მექანიზმი, როგორიცაა ვაქცინირებული პირებისთვის კონკრეტული შეღავათების დაწესება;

4. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ შექმნა ორი ვიდეორგოლი, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამ ვიდეო რგოლების აქტიური გამოყენება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

1. აიპ "საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია" გიორგი ინგოროყვა

2. აიპ "საქართველოს უროლოგთა ასოციაცია" არჩილ ჩხოტუა

3. აიპ "საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა"თენგიზ ასათიანი, ზაზა ბოხუა

4. აიპ "საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია" ნიკოლოზ კინტრაია

5. აიპ "საქართველოს პათოლოგთა ასოციაცია"ომარი ხარძეიშვილი

6. "საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია" ვლადიმერ კუჭავა, მაკა მაღლაკელიძე

7. აიპ "საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია" ზაზა ლაზარაშვილი

8. აიპ "საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი - სტოკ" ზურაბ ხაბეიშვილი

9. აიპ "ალიანსი კიბოს წინააღმდეგ" მიხეილ ჯანჯალია

10. აიპ "სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი" გიორგი ჩახუნაშვილი

11. აიპ "ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება" ეკა ჭყონია; ნინო ოკრიბელაშვილი

12. აიპ "ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა"-ლიანა სირაძე

13. აიპ "საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია" სულხან ლომინაძე, ზვიად ბახუტაშვილი

14. აიპ "საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია" გია თომაძe

15. აიპ " საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია" ია დავითაია

16. აიპ საქართველოს კარდიოვასკულარული და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია მალხაზ მიზანდარი

17. აიპ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა' -ცოტნე სამადაშვილი

18. აიპ საქართველოს ნევროლოგთა კავშირი რომან შაქარიშვილი, მარინა ჯანელიძე

19. აიპ საქართველოს ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი მარინა შიხაშვილი

20 აიპ "ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაცია"-ლუიზა გაბუნია

21 აიპ "გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი"- ოლეგ ქვლივიძე

22 აიპ "ექიმთა ასოციაცია „სეფსისი" " -მაია გიგაური

23 აიპ "მერაბ კილაძის სახელობის საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია"-დავით აბულაძე

24 აიპ "პირველადი ჯანდაცვის ხარისხის საკონსულტციო ჯგუფი"- მარინა შიხაშვილი

25 აიპ "პჯდ სისტემის განვითარების ხელშემწყობთა ასოციაცია"-ნანა ასათიანი

26 აიპ "რადიაციულ ონკოლოგიის ეროვნული ასოციაცია"-დარეჯან ლომიძე

27 აიპ "სასწრაფო დახმარების ასოციაცია" გიორგი ვაშაკიძე

28 აიპ "საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია"-ნანა ტატიშვილი

29 აიპ "საქართველოს ბირთვული მედიცინის სპეციალისტთა ასოციაცია"-ნატალია შენგელია დე ლანგე

30 აიპ "საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია"-კახაბერ ეცადაშვილი

31 აიპ "საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა ასოციაცია"-ზურაბ ფაღავა

32 აიპ "საქართველოს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ეთიკის საზოგადოება"-მაგდა თორთლაძე

33 აიპ "საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირი"-ირმა ჭოხონელიძე

34 აიპ "საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია"-ლიკა ჯანაშვილი

35 აიპ "საქართველოს ექთნების და თანაშემწეების პროფესიული განვითარების ასოციაცია" მარინა სახვაძე

36 აიპ "საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია"-ნინო ჟვანია

37 აიპ "საქართველოს ვისცერული ქირურგიის ასოციაცია"-ლევან გოგიჩაიშვილი

38 აიპ "საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია"-თამარ ყანდაშვილი ; დავით გორდელაძე

39 აიპ "საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია"- შალვა რცხილაძე

40 აიპ "საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია"-მალხაზ მიზანდარი

41 აიპ "საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება"-ალექსანდრე ალადაშვილი; არჩილ ჩუხრუკიძე

42 აიპ "საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაცია"-დავით თაბაგარი

43 აიპ "საქართველოს კლინიკური ონკოლოგთა ასოციაცია"-რემა ღვამიჩავა

44 აიპ "საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია"-რუსუდან გვენეტაძე

45 აიპ "საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაცია"- ნინო ღულათვა

46 აიპ "საქართველოს ნუტრიციოლოგთა ეროვნული ასოციაცია"-რობიზონ წიკლაური

47 აიპ "საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაცია"-ბათა ჯაფარიძე

48 აიპ "საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია"-გიორგი ჩიჩუა

49 აიპ "საქართველოს პედიატრთა ასოციაცია"-ქეთევან ნემსაძე

50 აიპ "საქართველოს რეოლოგთა ასოციაცია"-მაკა მანწკავა

51 აიპ "საქართველოს რესპირაციული ასოციაცია"-ივანე ჩხაიძე

52 აიპ "საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია "-მაია ჩოხელი

53 აიპ "საქართველოს სამედიცინო სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ასოციაცია"-ვეფხვია ოდიშარია

54 აიპ "საქართველოს სეფსისოლოგთა ასოციაცია" -მაია გიგაური

55 აიპ "საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია"-მარინა მამალაძე

56 აიპ "საქართველოს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემსწავლელი ასოციაცია"-დავით კეზელი

57 აიპ "საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია"-ზაზა ავალიანი

58 აიპ "საქართველოს ქირურგთა ასოციაცია"- გელა არაბიძე

60 აიპ "საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი ასოციაცია"-ბეჟან წინამძღვრიშვილი

61 აიპ "ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიის და ბალნეოლოგიის ასოციაცია"-ხათუნა საგანელიძე

62 აიპ "ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება"-მარიკა ალფაიძე

63 აიპ "ოჯახის ექიმთა ასოციაცია"-გურამ კიკნაძე

64 აიპ „საქართველოს დიაბეტისა და ენდოკირნოლოგიური ასოციაციების კავშირი"-რამაზ ყურაშვილი

65 აიპ „საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა ასოციაცია-სგეა-GAGE ‘'- მ.გეგეჭკორი

66 აიპ „საქართველოს ორსულობის ჩვეული შეწყვეტის პრობლემების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ასოციაცია"- არსენ გვენეტაძე

67 აიპ „საქართველოს ჯანდაცვის საინფორმაცია სისტემების დარგობრივი ასოციაცია"- ეკა აბჟანდაძე

68 აიპ „ თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაცია" - სოსო კობახიძე

69 აიპ „საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია"- გიორგი გალდავა

70 აიპ „ საქართველოს ექთნების ასოციაცია"- ქეთევან გარსევანიშვილი

71 აიპ „საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია GLMA"- თინათინ ბუკია

72 აიპ "ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია"-ლია ჭყონია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა