ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შენგელია და შერმადინი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ

ნახვები: 640 შენგელია და შერმადინი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი წარმატებით დაასრულა და მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვა. შესარჩევი ორ, პირველ და მეორე ჯგუფურ ეტაპად იყო გაყოფილი. სწორედ მეორე ეტაპის საუკეთესო ხუთეული შეარჩია ფიბა-ს ოფიციალურმა საიტმა.

ცნიბილმა საკალათბურთო სპეციალისტებმა ხუთეულში ორი ქართველი შეიყვანეს – თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.

All Star 5 ასე ამოიყურება: მარკო სპისუ (იტალია), ჰაიმე ფერნანდესი (ესპანეთი), ვიქტორ ვემბანიამა (საფრანგეთი), თორნიკე შენგელია (საქართველო), გიორგი შერმადინი (საქართველო).

შედეგები სამი ექსპერტის მოსაზრებების შეჯამებით გამოქვეყნდა. მათ პირველადგილოსანს 5 ქულა მიანიჭეს, მეორეს – 4, მესამეს – 3, მეოთხეს – 2, მეხუთეს – 1.

საინტერესოა, რომ სამივემ პირველ ადგილზე ქართველები დააყენა: ჯეფ ტეილორმა და დევიდ ჰეინმა – გიორგი შერმადინი, იგორ ჩურკოვიჩმა – შენგელია.

გულშემატკივრების გამოკითხვა ახლაც გრძელდება – Fiba.com

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა