პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

პროკურატურამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

18.03.2023 ნახვები: 576

საქართველოს პროკურატურამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სარეკლამო კომპანია შპს „პრო მედიას“ ყოფილმა სარეკლამო მენეჯერმა უნებართვოდ შეაღწია კომპანიის ანგარიშზე და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათიდან 345,303.07 ამერიკული დოლარი მის მიერ შექმნილ გუგლის ანგარიშებზე გადარიცხა. აღნიშნული ქმედებით კომპანია შპს ,,პრო მედიას“ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა