ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

"ომბუდსმენს მივაწვდით ინფორმაციას, როგორ ცდილობს "ოცნება" ჩვენზე ზეწოლას" - სტუდენტები სახალხო დამცველს ხვდებიან

ნახვები: 497 "ომბუდსმენს მივაწვდით ინფორმაციას, როგორ ცდილობს "ოცნება" ჩვენზე ზეწოლას" - სტუდენტები სახალხო დამცველს ხვდებიან

სტუდენტები სახალხო დამცველის ოფისში არიან. შეხვედრა ომბუდსმენის ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ახალგაზრდები, რომლებიც ბოლო ერთი კვირაა ხელისუფლების ხმრიდან ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლნი არიან, უფლებების დაცვას ლევან იოსელიანს სთხოვენ. 

სახალხო დამცვველის ოფისში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მივიდნენ. ახალაგზრდები ფიქრობენ, რომ იოსელიანს  დღეს დამოუკიდებლობის პირველი ტესტის ჩაბარება უწევს და მისგან კრიტიკულ ანგარიშს ელოდებიან.

"დავიახეთ, რომ ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა და ფაქტობრივად ნადირობა გაიმართა რუსთაველზე. სპეცრაზმელები ნადირობდნენ ახალგაზრდებზე და მშვიდობიან დემონსტრანტებზე. სწორედ ამ ყველაფერზე ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას სახალხო დამცველს.  ასევე, ჩვენ გვინდა, რომ სახალხო დამცველი ჩავაყენოთ საქმის კურსში, როგორი დისკრიმინაციული კამპანია მიმდინარეობს სტუდენტების მისამართით. ასევე სახალხო დამცველს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს "ოცნება" ახალგაზრდებისთვის საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და პროტესტის გაჩერებას. ჩვენი მიზანია და სურვილი, რომ გამოქვეყნდეს სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, როგორი ზეწოლის მექანიზმები მოქმედებს სტუდენტებზე, რომ სტუდენტებს ჩირქი მოსცხონ და ჩვენი სამართლებრივი და გულანთებული პროტეტსი ოპოზიციურ, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებას მიაწერონ", - ამბობს სტუდენტი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა