ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კატერინა მატერნოვა - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამისთვის საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ

ნახვები: 505 კატერინა მატერნოვა - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამისთვის საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ

ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე მოხდება თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამისთვის საპარლამენტო პარტიებმა უნდა იმუშაონ ერთად, – ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატერინა მატერნოვამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთი საკითხი, რომელზეც ვისაუბრე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან არის ის, რომ საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯების გადადგმა, რათა გახდეს ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი, არამედ საქმე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის და, ამ შემთხვევაში, 12 პუნქტის შესასრულებლად გაერთიანების უნარს. მე ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე მოხდება თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე. ამისთვის საპარლამენტო პარტიებმა უნდა იმუშაონ ერთად“, – აღნიშნა კატერინა მატერნოვამ.

ამასთან, კითხვაზე, რეკომენდაციებთან დაკავშირებით თუ ხედავს რაიმე პროგრესს, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისგან მოისმინა, რომ ინკლუზიური პროცესის ფარგლებში, მზად არიან, იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე.

„ერთ-ერთი კარგი ელემენტი იყო ვენეციის კომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ორ ძალიან მნიშვნელოვან მოსაზრებაზე რეაგირება, სასამართლო რეფორმასა და საზოგადოების დეოლიგარქიზაციაზე. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ არის მზადყოფნა, იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე და ეს გააკეთონ ინკლუზიური პროცესის ფარგლებში. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი კონსულტაციების ძალიან იმედისმომცემი დასასრული“, – განაცხადა კატერინა მატერნოვამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა