საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

უკრაინის კულტურის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ბერმა და მსახურმა მარტის ბოლოსთვის კიევ-პეჩერის ლავრის ყველა დაწესებულება უნდა დატოვოს

ნახვები: 685 უკრაინის კულტურის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ბერმა და მსახურმა მარტის ბოლოსთვის კიევ-პეჩერის ლავრის ყველა დაწესებულება უნდა დატოვოს

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ბერმა და მსახურმა მარტის ბოლოსთვის კიევ-პეჩერის ლავრის ყველა დაწესებულება უნდა დატოვოს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის, ალექსანდრე ტკაჩენკოს განცხადებაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, უკრაინული მართლამდიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, რომლითაც დგინდება, რომ მონასტრის მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია ლავრის შენობებს 2013 წლის იჯარის შეთანხმების საფუძველზე იყენებს. ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კიევის პეჩორის ლავრადან მამათა მონასტრის გაძევების იურიდიული საფუძვლები არ არსებობს და ეს არის კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნების თვითნებური სურვილი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მინისტრთა კაბინეტს, შეიმუშაოს ინიციატივა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა