Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი"- ამერიკელი სენატორების განცხადება

ნახვები: 581 "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი"- ამერიკელი სენატორების განცხადება

"ქართული ოცნების" მიერ ახალი კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას ეხმაურებიან ამერიკელი სენატორები რიში, შაჰინი, მენდესი, დურბინი და რიკეტსი. ამერიკელი პოლიტიკოსები საერთო განცხადებაში "ქართულ ოცნებას" ახალი კანონპროექტის გამო აკრიტიკებენ.

"ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი ნათლად ხედავს რომ  საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯი ემუქრება არა მხოლოდ  საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვის. ეს კანონი მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, რომელშიც მას გაწევრიანება სურს. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელ კანონმდებლობას, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი მარცხი დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და იმუშაოს ქართველი ერისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საშუალება მისცეს მოქალაქეებს გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი - ეს არის ძირითადი უფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული ნებისმიერ დემოკრატიაში" - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა