ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი ჯაშუში, ის არ არის უცხოური გავლენის აგენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ჯაშუში

ნახვები: 645 ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი ჯაშუში, ის არ არის უცხოური გავლენის აგენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ჯაშუში

გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი ჯაშუში, ის არ არის უცხოური გავლენის აგენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ჯაშუში, არ მინდა ამ თემაში შესვლა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ვისია, ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის თუ ავსტრალიის. ჯაშუში ჯაშუშია და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„ერთი კარგი რამ, რაც მოიტანა ამ კანონმა არის ის, რომ საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ აგენტის, ჯაშუშის იარლიყი, (ჯაშუშთან იყო ასოცირებული აგენტი) ყველა შემთხვევაში სათაკილოა, ვისი ჯაშუში და აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის ერთი შედეგი, რომელიც ამ კანონით უკვე მივიღეთ. შემდეგი ნაბიჯი და შედეგი იქნება ის, რომ გიგა მაქარაშვილს და პოლარიზაციას აღარ დააფინანსებენ კეზერაშვილთან ერთად კონკრეტული წყაროები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

გარწმუნებთ, ყველაფერი ჩაივლის, გულწრფელი პროტესტიც საბოლოო ჯამში გადაიზრდება ინფორმირებულ გადაწყვეტილებებში. აქ მოხდა რა, აიღეს და დაბრენდეს რუსული კანონი. შინაარსში საერთოდ არავინ შედიოდა. როგორც კი ემოციები დაცხრება, ხომ გაიგებს საზოგადოება, რომ ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, სამარცხვინო კაცი, სახელი და გვარიც არ მინდა ვთქვა, არც მახსოვს, ატყუებდა სტუდენტებს და ფართო საზოგადოებას, ათიდან ათ ტყუილს. საზოგადოება ამას საბოლოო ჯამში გაიგებს, როგორც კი ემოციები დაცხრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა