ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იოსელიანი: ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება

ნახვები: 639 იოსელიანი: ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გუშინდელი აქციისას დაკავებულთაგან, რომლებიც პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში არიან მოთავსებულები, ვიზუალურად ყველაზე სერიოზული დაზიანება „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აქვს.

ამის შესახებ მან მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება, აქ 25 დაკავებულია მოთავსებული. მათ შორისაა ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც მოვინახულე. მას აღენიშნება გარეგნული დაზიანება. რა დაზიანებებიც მე ვნახე, მათგან ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება. სხვებს არ აქვთ ასეთი ვიზუალური დაზიანებები. შესაბამისი დასკვნა, ალბათ, ექიმებმა უნდა დაწერონ.

ზურაბ ჯაფარიძეს პირადად ვესაუბრე, მომიყვა დაკავების დეტალები, მან ასევე მისცა ჩვენება. ვის სცემა ჩემთვის არ უთქვამს. დაკავების დროს, იმ ადამიანებისგან მოხვდა ხელკეტი, ვინც დააკავა და ამის გამო აქვს ეს დაზიანება თავზე. როგორც ჯაფარიძე ამბობს, პროცესში ხელკეტი მოხვდა იმ სპეცდანიშნულების ერთ-ერთი თანამშრომლისგან, ვინც ის დააკავა. დაიწყო გამოძიება. ამის შესახებაც არის ზურა საქმის კურსში“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა