მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ანჯეი დუდა - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის ნეოკოლონიალური და რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს

ნახვები: 620 ანჯეი დუდა - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის ნეოკოლონიალური და რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის ნეოკოლონიალური და რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კატარში, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან დაკავშირებით გაერო-ს მე-5 კონფერენციაზე გენერალური დებატების დროს განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსებს სურთ მეზობლების დაპყრობა და ექსპლუატაცია, რაც ისტორიული კოლონიალიზმის გაგრძელებაა, რომლის მსხვერპლი პოლონეთიც იყო.

ანჯეი დუდამ ასევე განაცხადა, რომ ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მცხოვრებლების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დარჩეს. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნებიც ძალიან დაზარალდნენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, მათ შორის სურსათის გაძვირების გამო.

„იმპერია იტაცებს ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს და აგზავნის მათ რუსეთის სიღრმეში. უკრაინელები ამტკიცებენ, რომ რუსებმა 100 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. თუ ვინმე არ დაემორჩილება მის ნებას, იმპერია კლავს. ეს ნაცნობი არ არის? ეს არ მოხდა მრავალი ქვეყნის ისტორიაში? ამას ღიად ვამბობ, რადგან წარსულში პოლონეთი მეზობელი იმპერიების სასტიკი პოლიტიკის მსხვერპლი იყო“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა