მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ
აშშ-ის საელჩო საქართველოში „სავიზო დეპოზიტის” ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო უწყება - აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, უკავშირდება მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს
Macron right to snub US Hormuz mission, French defense expert says
US seeking durable peace between Ukraine and Russia based on credible guarantees for Kyiv – Pentagon
Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service

CIIC - სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონალურ შეხვედრებს იწყებს

19.08.2021 ნახვები: 635

„სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი" - CIIC - რეგიონალურ შეხვედრებს იწყებს.

ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ამ სახის შეხვედრები, მნიშვნელოვანია რეგიონალური პრობლემების სწორად გასააზრებლად, ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოების თანადგომისა და მათთან ეფექტური თანამშრომლობის მიზნით.

„ამ ეტაპზე სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის ანალიტიკოსები და ექსპერტები იმერეთს, აჭარას, სამეგრელოს და გურიას ეწვევიან. გასულ თვეს ურეკში გამართული „სამოქალაქო ლიდერების ფორუმის" შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილზე გავეცნოთ რეგიონალურ პრობლემებს, დავიწყოთ ამ პრობლემების პასპორტიზაცია და სისტემატიზაცია, რაც შესაძლებელს გახდის, რომ რეგიონალური ლიდერები - სამოქალაქო საზოგადოება მარტო არ დავტოვოთ პრობლემების წინაშე და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ მათ დასაძლევად", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ქსელი, სადაც გამწევი ძალა რეგიონალური სექტორია, მოწოდებულია, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რეგიონალური პრობლემების გადაწყვეტაზე და ამ მიზნით აქტიურად გამოიყენოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და ანალიტიკოსები.

„იმ დროს როდესაც, პოლიტიკური სპექტრი სულ უფრო აცდენილია რეალური საქართველოს პრობლემებს და მოქალაქეები საკუთარი პრობლემების პირისპირ მარტო არიან დარჩენილნი, ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი გზა პრობლემებზე რეაგირებისა და მათი გადაწყვეტის მიზნით. იქნება ორი მიმართულება - სამოქალაქო აქტივიზმი და ანალიტიკური საქმიანობა. ერთია, როდესაც რაღაც არ მოგვწონს და ვრეაგირებთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პროტესტის მიღმა ხშირად გაუაზრებელი რჩება თავად პრობლემის არსი - როგორ უნდა მოგვარდეს სისტემურად ესა თუ ის საკითხი. ამიტომ, რეგიონალური შეხვედრები სამოქალაქო სექტორთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ არა მხოლოდ მოვისმენთ პრობლემებს, არამედ დავიწყებთ ამ საკითხების გადაჭრის გზების ძიებას", - აცხადებს ლაგაზიძე.

„სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრიდან" შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ: ხათუნა ლაგაზიძე, ლელა ჯეჯელავა, გიორგი რუხაძე, დათო კიზირია, გოჩა მირცხულავა, გიორგი მელაშვილი, მალხაზ ნაკაშიძე.

„სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი" - CIIC - პირველ რეგიონალურ შეხვედრას 20 აგვისტოს 13.00 საათზე ქუთაისში გამართავს. ბათუმში შეხვედრა 21 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება, 22 აგვისტოს, 12.00 საათზე შეხვედრა გაიმართება მარტვილში, 23 აგვისტოს 11:00 საათზე კი - ურეკში. შეხვედრები გაიმართება კოვიდრეგულაციებით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა