ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფლებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ აიღო

ნახვები: 502 რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფლებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ აიღო

რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფლებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ აიღო. ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის წევრები ბრიანსკის ოლქში შევიდნენ, რათა აჩვენონ თანამემამულეებს, რომ არის იმედი და თავისუფალ რუს ხალხს იარაღით ხელში შეუძლია რეჟიმთან ბრძოლა.

„მეგობრებო, აი, ეს არის. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი. ჩვენ არ ვებრძვით მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენ არ ვკლავთ უიარაღოებს. ახლა დროა, რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ისინი მონები არ არიან. აწიეთ ბუნტი, იბრძოლეთ“, – აცხადებს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ვიდეოში.

მებრძოლების ვიდეოში ბრიანსკის ოლქის სოფელ ლუბეჩანის სამედიცინო და სამეანო პუნქტის ნიშანი ჩანს. ამის შემდეგ ბრიანსკის რეგიონიდან „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა.

„ჩვენ, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლები, ვიღებთ ამ ვიდეოს ბრაიანსკის რეგიონიდან. ჩვენ აქ მოვედით არა როგორც დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი, არამედ როგორც განმათავისუფლებელი არმია ჩვენს მშობლიურ მიწაზე. პუტინის ჯალათებისა და მოძალადეების არმიისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიბრძვით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ აქ ვართ თქვენს გასათავისუფლებლად. მოგიწოდებთ, აიღოთ იარაღი და შეებრძოლოთ პუტინის სისხლიან კრემლის რეჟიმს“, – აცხადებს ვიდეოში ერთ-ერთი მებრძოლი.

დღეს რუსულმა მედიამ, ბრიანსკის გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „უკრაინელი შეიარაღებული პირები რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლუბეჩანში შევიდნენ და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს“.

ბრიანსკის რაიონში არსებულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიც. კიევში განაცხადეს, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში განვითარებული მოვლენები კი მოსკოვის თავხედური პროვოკაციაა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა