ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს

ნახვები: 500 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში კობა გვენეტაძის ბოლო სამუშაო დღეა. მას შვიდწლიანი ვადა ამოეწურა და 3 მარტიდან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს.

„დღეს საქართველოს ეროვნული ბანკში ჩემი შვიდწლიანი პრეზიდენტობის ბოლო დღეა. მადლობა ყველას, ვისთანაც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ვთანამშრომლობდი. განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალთა გუნდს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის, აბა, წარმატებები ყველას“, – აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძეს 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შვიდწლიანი ვადა ამოეწურა. მოქმედი კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭო არსებული წევრებიდან ირჩევს პრეზიდენტის კანდიდატურას და დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს. თუ საბჭო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა ან პრეზიდენტმა არ დაამტკიცა, მათ მიერ წარდგენილი პირი, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა, სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთმა უნდა შეასრულოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა