ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იუსტიციის სახლში დღეიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღებაა შესაძლებელი

ნახვები: 653 იუსტიციის სახლში დღეიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღებაა შესაძლებელი

იუსტიციის სახლში პირველი მარტიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება გახდა შესაძლებელი.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, მომხმარებელს მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია.

მათივე ცნობით, იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ისეთ სერვისებზე, როგორებიც არის:

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა, სხვადასხვა საფუძვლით პენსიის დანიშვნა, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა, ინდივიდუალური გვერდის პირველადი პაროლის მიღება/აღდგენა, სქემის მონაწილის ცნობის მიღება და სხვა.

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს მომსახურების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე პირადად დააკვირდნენ და პირველ მომხმარებელს უმასპინძლეს.

თანამშრომლობის ფარგლებში სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს ფარავს და 117 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებშიც არის წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა