ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კელი დეგნანი - აშშ ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს

ნახვები: 500 კელი დეგნანი - აშშ ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს

ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა იყოს ამაყი, რომ მას ჰყავდა პროფესიონალი და გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ბანკს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციისა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს ვიმყოფები აქ და აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. აშშ ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს. ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც არის პროფესიონალი, მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა ძალიან გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესით. დღევანდელ დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, რაოდენ პროფესიონალი ბრძანდება ბატონი კობა და როგორ დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართავდა შვიდი წლის განმავლობაში ბანკს, რის შედეგადაც საქართველოში იქნა მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რასაც ექნება ხანგრძლივი მოქმედება. იყო ისეთი ინიციატივები, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობაზე და ეს ყველაფერი იყო შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა იყოს ამაყი, რომ მას ჰყავდა ასეთი პროფესიონალი და გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ბანკს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციისა“, – განაცხადა დეგნანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა