Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჯო ბაიდენი - ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმა სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს

ნახვები: 581 ჯო ბაიდენი - ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმა სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს.

„თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს? ვერაფერი დავინახე გეგმაში, რაც მიუთითებს, რომ არის რაღაც, რაც ხელსაყრელი იქნება ვინმესთვის, გარდა რუსეთისა, თუკი ჩინეთის გეგმა შესრულდება”, - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ბაიდენმა ცალსახად უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს და მას ირაციონალური უწოდა.

„იდეა, რომ ჩინეთი აპირებს მოლაპარაკებას ომის შედეგზე, რომელიც უკრაინისთვის სრულიად უსამართლო ომია, უბრალოდ ირაციონალურია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური იარაღის შესაძლო მიწოდების საკითხსაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთს დაემუქრება იგივე მკაცრი სანქციები, როგორიც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ან სუბიექტს, რომლებიც რუსეთს იარაღს აწვდიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა