ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კახა კალაძე - სამწუხაროდ, ჩვენც გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს ომი, შესაბამისად, მინდა, ვუსურვო უკრაინას ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობა

ნახვები: 496 კახა კალაძე - სამწუხაროდ, ჩვენც გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს ომი, შესაბამისად, მინდა, ვუსურვო უკრაინას ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობა

სამწუხაროდ, ჩვენც გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს ომი, შესაბამისად, მინდა, უკრაინას ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ ომის წლისთავზე საუბრისას განაცხადა, საქართველომ უკრაინის მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატა.

„ერთი წელი გავიდა ამ საშინელი დღიდან. ჩვენ გვახსოვს, როდესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, დაიწყო საომარი მოქმედებები. უმძიმესია, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენც გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს ომი, შესაბამისად, მინდა, უკრაინას ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობა. რაც შეეხება მხარდაჭერას, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც გამოყენებული იქნა, მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის თანადგომა და მხარდაჭერა იქნა გაჟღერებული და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული. ჰუმანიტარული  დახმარების მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. აღარ დავიწყებ ჩამოთვლას, რა გაკეთდა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მშვიდობა უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა