ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი ღარიბაშვილი - ერდოღანთან შეხვედრაზე ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ბევრ მიმდინარე საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას

ნახვები: 499 ირაკლი ღარიბაშვილი - ერდოღანთან შეხვედრაზე ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ბევრ მიმდინარე საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას

ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა სამუშაო სადილზე, ვისაუბრეთ ბევრ მიმდინარე საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში,  ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი.

„ჩვენ ორი წლის წინ დავისახეთ მიზნად, რომ სამ მილიარდ დოლარამდე გაგვეზარდა სავაჭრო ბრუნვა, ეს განცხადება ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის წინ, როცა მე ვიყავი ანკარაში ოფიციალური ვიზიტით და მინდა, გითხრათ, რომ შარშან უკვე სავაჭრო ბრუნვამ მიაღწია 2.8 მლრდ დოლარს, თითქმის სამ მილიარდამდე ავიდა სავაჭრო ბრუნვა, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი აგრეთვე შეეხო მთელ რიგ საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებს.

„ბუნებრივია, მიმოვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს ამ ურთიერთობების განვითარების, რომ კიდევ უფრო მეტი ორივე მხარისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა