ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ანჯეი დუდა - რუსეთს აქვს კოლონიალური ამბიციები, ამის კარგი მაგალითია უკრაინა, 2008 წელს თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, მუდმივი პრობლემაა მოლდოვაშიც

ნახვები: 496 ანჯეი დუდა - რუსეთს აქვს კოლონიალური ამბიციები, ამის კარგი მაგალითია უკრაინა, 2008 წელს თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, მუდმივი პრობლემაა მოლდოვაშიც

რუსეთს სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მათგან მიიღოს სარგებელი, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა,  ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისი თქმით, ამის კარგი მაგალითია უკრაინა, მაგრამ არსებობს სხვა ქვეყნებიც, მათ შორის საქართველო.

ამასთან, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავის იმპერიული ამბიციები.

„პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რუსეთმა უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიალური ამბიციები. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მათგან სარგებელი მიიღოს. ამის კარგი მაგალითი დღეს უკრაინაა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც. ბოლო წლებში, 2008 წელს რუსეთმა თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, ასევე მუდმივი პრობლემაა მოლდოვაში. ასე რომ, რუსეთი ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ახდენს და უკრაინამ განიცადა ეს ფრონტალური შეტევა. ეს ომი იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი თავის იმპერიული ამბიციების აღდგენას ცდილობს და მან ეს უნდა შეაჩეროს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა