Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა დაავალა

ნახვები: 580 მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა დაავალა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა დაავალა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა, ჯოან დონოჰიუმ გამოაცხადა.

„სასამართლოსადმი ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ლაჩინის დერეფნის შეზღუდვამ შეაფერხა მთიან ყარაბაღში ჰოსპიტალიზებული ეთნიკურად და ეროვნებით სომეხი პირების ტრანსპორტირება სომხეთში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის. მტკიცებულებები ასევე მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა მთიან ყარაბაღში პირველადი საჭიროების საქონლის შეტანის დაბრკოლებებს, რამაც გამოიწვია საკვების, მედიკამენტებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მასალების დეფიციტი“, – განაცხადა გაერო-ს სასამართლოს მოსამართლემ.

ლაჩინის დერეფანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. ის დეკემბრიდან ეკოაქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან ყველა სახის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აქტივისტები გამოხატავენ ლეგიტიმურ პროტესტს წიაღისეულის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა