ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, „ხალხის ძალისა“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

ნახვები: 499 პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, „ხალხის ძალისა“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის“ დეპუტატების კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც “ხალხის ძალის“, ასევე პარტია “საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

2024 წლამდე პარლამენტში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია, თუმცა “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებს ვერ ქმნიან. ამის მიზეზი რეგლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი ჩანაწერია, რომლის მიხედვით, ერთი პარტიის სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, თუკი იმავე პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატებს ფრაქცია აქვთ შექმნილი. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება“ არსებობს, მისი შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიდნენ - მათ დღემდე უფრაქციო პარლამენტის წევრის სტატუსი აქვთ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფი იმავე უფლებებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას აქვს, მათ შორის დაფინანსების მხრივ. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიეცემა გასამრჯელო - 5 540 ლარის ოდენობით. პოლიტიკური ჯგუფისათვის პარლამენტის სასახლეში გამოიყოფა სამუშაო ფართობი.

ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, ჯგუფში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი კი განისაზღვრება ჯგუფის წარმომადგენლობის პროპორციულად და ფრაქციის ანალოგიურად.

ამ ეტაპზე, თითოეული ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხის, მათ შორის ფრაქციის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის ოდენობა თვის განმავლობაში მოიცავს 10 890 ლარის (საბაზისო თანხის), ფრაქციის წევრთა რაოდენობის 726 ლარზე ნამრავლის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაზღვევით, ტრანსპორტითა და მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებით უზრუნველყოფის თანხების ჯამს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა