მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ წყვეტს თავდასხმებს დონეცკსა და ლუგანსკში, თუმცა დიდ ზარალს განიცდის

ნახვები: 620 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ წყვეტს თავდასხმებს დონეცკსა და ლუგანსკში, თუმცა დიდ ზარალს განიცდის

დამპყრობლების დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დონბასში, დონეცკსა და ლუგანსკში დიდი დანაკარგები აქვს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე მოისმინეს უკრაინელი მეთაურების გაფართოებული და დეტალური მოხსენებები ფრონტის ხაზიდან.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და ჩვენს პოზიციებზე მტრის სარაკეტო თავდასხმების შესახებ. რა თქმა უნდა, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების შესახებ ანგარიშები განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ყველაფერს ვაკეთებთ იქ მტრის თავდასხმების შესაკავებლად. მუდმივ, ინტენსიურ თავდასხმებს რუსეთი არ წყვეტს, თუმცა დიდ ზარალს განიცდის. ოკუპანტები იქ იარაღის მთელ სპექტრს იყენებენ ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარების ჩათვლით. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ძალებზე დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა