ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაწყობთ ჭეშმარიტად უკრაინულ გლობალურ კვირას

ნახვები: 640 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაწყობთ ჭეშმარიტად უკრაინულ გლობალურ კვირას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანი მოვლენებია დაგეგმილი.

„ამ კვირაში ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ მუშაობას შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება ჩვენს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობაში როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში. სრულმასშტაბიანი ომის წელი, ჩვენი დაუმარცხებლობის წელი, რომელიც იყო პასუხი კრემლის ილუზიაზე „სამი დღე კიევამდე“ ერთი წელი! და ჩვენ ვაწყობთ ჭეშმარიტად უკრაინულ გლობალურ კვირას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, მოულოდნელი ვიზიტით, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი დააანონსა, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და ასევე სისტემებს საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა