Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

იაგო ხვიჩია - სენატორებთან შეხვედრაზე, ჩვენ გარდა, ძაღლი და კატა, ყველა იყო, მიკვირს, რატომ არ გვეძახიან ასეთ შეხვედრაზე

ნახვები: 577 იაგო ხვიჩია - სენატორებთან შეხვედრაზე, ჩვენ გარდა, ძაღლი და კატა, ყველა იყო, მიკვირს, რატომ არ გვეძახიან ასეთ შეხვედრაზე

არ მგონია, იმ საზოგადოებას, რაც გუშინ სენატორებთან შეხვედრაზე იყო და იმ ფორმატს რაც იყო, ტელევიზორში გამოჩენის გარდა, რამე შედეგი მოჰყოლოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, გასაკვირია, რატომ არ ეპატიჟებიან „გირჩის“ წევრებს მსგავს შეხვედრებზე.

„გუშინ სენატორებთან ჩვენ გარდა, ძაღლი და კატა, ყველა იყო ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ჩვენ არ ვიყავით. მიკვირს, რატომ არ გვეძახიან ჩვენ ასეთ შეხვედრაზე, რომ მერე აზრი გამოვთქვა, ეს მნიშვნელოვანი იყო თუ არა. ახლა მგონია, რომ ქალბატონი შაჰინი ისეთ ხალხს შეხვდა, მეეჭვება, ამან რამე მნიშვნელოვანი ხეირი მოიტანოს. არ მგონია, რომ იმ საზოგადოებას, რაც გუშინ იქ იყო და იმ ფორმატს რაც იყო, ტელევიზორში გამოჩენის გარდა, რამე შედეგი მოჰყოლოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა