ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მოვიპოვეთ დუკუმენტები, რომლის მიხედვითაც, დავით გარეჯის კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრები საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო დატანილი - გიორგი სვანაძე

ნახვები: 651 მოვიპოვეთ დუკუმენტები, რომლის მიხედვითაც, დავით გარეჯის კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრები საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო დატანილი - გიორგი სვანაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება. სხდომაზე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი წევრი გიორგი სვანაძე იკითხება, რომელიც დავით გარეჯის საქმის გარკვევაში 2014 წელს პრემიერ-მინისტრის მითითებით ჩაერთო.

როგორც მოწმემ განაცხადა, დავით გარეჯის მონასტრის ერთ-ერთმა მსახურმა, მამა კირიონმა პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ 2007 წლამდე მას თავისუფლად შეეძლო გადასვლა და მოძრაობა დავით გარეჯის მთელ კომპლექსში, 2007 წლის შემდეგ კი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეუზღუდეს გადაადგილების უფლება. სვანაძის განცხადებით, მამა კირიონმა სთხოვა პრემიერ-მინისტრს, დაევალებინა სათათბირო ორგანოსთვის, გაერკვია, რა ხდებოდა ამ კუთხით.

გიორგი სვანაძის თქმით, ვითარებაში გარკვევის მიზნით, ის ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს შეხვდა. მისი განცხადებით, მოიპოვა დოკუმენტები და ნახაზები, რომელიც მათი შედგენილი იყო.

ამასთან, სვანაძემ აღნიშნა, რომ კომისიის სხვა წევრებთან, ნოდარ ხორბალაძესთან და თედო გორგოძესთან ერთად, აღმოაჩინა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრები საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო დატანილი.

„მთხოვა პრემიერმა, გამერკვია. ზოლის დატანამ ერთ რუკაზე უკვე თვალნათლივ გამოაჩინა, რომ იყო სხვაობა 1936-1938 წლებთან შედარებით, საზღვრის ხაზი იყო შეცვლილი საქართველოს საწინააღმდეგოდ. ზოგ ადგილას აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ იყო, მაგრამ, ძირითადად, იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ. 1936 წლის რუკაზე ქედის ძირში გადიოდა საზღვარი, რაც მელაშვილის შედგენილ ნახაზში ასე არ იყო. მის ნახაზში თხემზე გადიოდა. ილიჩოვასთან და მელაშვილითან რამდენჯერმე დაისვა ეს საკითხი, პასუხი არ იყო კითხვაზე, ეს ვინ გადაწყვიტა. ივერ მელაშვილმა, შეკითხვაზე, ვინ გადაწყვიტა, რომ საზღვარი თხემზე გადისო, გაბრაზებულმა განაცხადა, მე გადავწყვიტეო; ძველი რუკებით საზღვარი საქართველოს საზიანოდ გადის და მე ვცდილობ, უკეთესი გავაკეთოო. ასე თქვა მელაშვილმა, რომ მსხვილმასშტაბიანი, 500-ათასიანი რუკა გამოვიყენეო“, – განაცხადა მოწმემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა