Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კულტურის მინისტრი სამეგრელოში მიურატების ოჯახს ეწვია

ნახვები: 580 კულტურის მინისტრი სამეგრელოში მიურატების ოჯახს ეწვია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში ჩავიდა. მან პრინც აშილ მიურატის სასახლე მოინახულა და მამულის მდგომარეობას გაეცნო.
თეა წულუკიანი სასახლის დათვალიერებისას ისტორიულ სიძველეებსა და უნიკალურ ფოტოებს გაეცნო. მან მოინახულა აშილ მიურატის საფლავიც, რომელიც რესტავრაციას საჭიროებს, გაესაუბრა პრინცის შთამომავლებს და მათთან ერთად განიხილა ისტორიული სასახლისა და გარემოს განვითარების პერსპექტივა.
პრინც აშილ მიურატის სასახლე მისივე დაკვეთით 1890-იან წლებში არტურ ზუტნერის პროექტით აშენდა. პრინცი მიურატი დადიანების სიძე იყო. ის ეკატერინე ჭავჭავაძის შვილზე, სალომე დადიანზე, 1868 წელს პარიზში დაქორწინდა. საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრი, ნაპოლეონ მესამის ადიუტანტი და ნეაპოლის მეფის შთამომავალი აშილ მიურატი, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, მეუღლესა და შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და სამეგრელოში დასახლდა. ის მისდევდა მიწათმოქმედებას და დაინტერესებული იყო მევენახეობით. სწორედ აშილ მიურატმა მოაშენა თითქმის გამქრალი ვაზის ჯიში ოჯალეში, რომლისგანაც ის საუკეთესო ღვინოს ამზადებდა. პრინცის დაყენებულმა ღვინომ იმდროინდელ საქართველოსა და ევროპაში განსაკუთრებით გაითქვა სახელი.
პრინცი მიურატი საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობითაც გამოირჩეოდა. იგი ყველანაირად ცდილობდა, ადამიანებისთვის ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა, ეხმარებოდა სიდუხჭირეში მყოფ ოჯახებს, აარსებდა სკოლებსა და აფთიაქებს, გაჰყავდა გზები.
სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში აშილ მიურატის მამული და სასახლე გავერანდა. 1996 წელს მისი შთამომავლები - პრინცი ალენ მიურატი, პრინცესა ვერონიკა ტრამკური და მათი შვილი, პრინცესა მატილდა მიურატი საქართველოში დაბრუნდნენ. მათ ჭკადუაშის სასახლე თავიანთი ხელით აღადგინეს და მამულის განაშენიანება დაიწყეს.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა