ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოლდოვა მეორედაც დაამარცხა

ნახვები: 645 საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოლდოვა მეორედაც დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებში თავი ვახტანგ კეკელიამ და ირაკლი თოდუამ გამოიჩინეს, შესვენების შემდეგ კი ნაკრებში სადებიუტო გოლი საბა ტყეშელაშვილმა გაიტანა.

მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე ჩაატარა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს მოლდოვის ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდმა 3:2 მოიგო.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ფარგლებში, სტუმრად ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს – მატჩი 7 მარტს გაიმართება.

1TVSPORT

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა