ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია საკუთარ შანსს ხედავს იმაში, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით

ნახვები: 511 მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია საკუთარ შანსს ხედავს იმაში, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით

მინდა, კიდევ ერთხელ შევაფასოთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრულ თორმეტ წინაპირობაზე მუშაობის პროცესი. არ მგონია შემთხვევითი, რომ წინაპირობებს შორის ევროკომისიის მხრიდან უპირველესად დეპოლარიზაცია დასახელდა. დეპოლარიზაცია უნდა ყოფილიყო ყველა სხვა წინაპირობაზე მუშაობის ლაიტმოტივი და სხვა წინაპირობებზე მუშაობის მთავარი მახასიათებელი“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, ეს ნიშნავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივ მუშაობას.

„წინაპირობებზე მუშაობას სამუშაო ჯგუფების ფორმატების შექმნა იმისთვის სჭირდებოდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობა მისცემოდა. სწორედ ეს გააკეთა ხელისუფლებამ და შესთავაზა ოპოზიციას, ერთად გვემუშავა სამუშაო ჯგუფებში. ამაზე მივიღეთ ცივი უარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ერთ-ერთი კოლეგა დღეს საუბრობდა, რომ ოპოზიცია სრულად ჩართული იყო. სათანამშრომლოდ ხელის გაწოდებაზე პასუხად მივიღეთ ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ეს იყო არა ბოიკოტი, არამედ საბოტაჟის ნაცადი ხერხის გამეორება. ოპოზიციის ამ დესტრუქციულმა დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა მათი ნამდვილი მიზანი, ძალისხმევა მიემართათ წინაპირობების შესრულების ხელის შეშლაზე. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ოპოზიცია საკუთარ შანსს ხედავს მხოლოდ იმაში, რომ როგორმე ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს წინსვლას და ამაში დაადანაშაულოს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის გამოსვლის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა