Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - სტამბოლის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის შესაბამისად შესრულდება

ნახვები: 580 თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - სტამბოლის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის შესაბამისად შესრულდება

თურქეთში თოვლისა და უამინდობის გამო, წუხელ თბილისიდან სტამბოლის „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით ოთხი რეისი გაუქმდა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, „პეგასუსის ავიახაზების“ და „თურქეთის ავიახაზების“ ავიარეისები სტამბოლის „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტში მოსული თოვლის გამო თბილისში ვერ გამოფრინდა, რის გამოც თბილისიდან სტამბოლისკენ დაგეგმილი რეისებიც გაუქმდა.

აეროპორტის მონაცემებით, სტამბოლის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის შესაბამისად შესრულდება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მგზავრების რეგისტრაცია „თურქეთის ავიახაზების“ რეისზე #TK 379, რომელიც აეროპორტ „სტამბოლის“ მიმართულებით 12:20 საათზე გაფრინდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა