ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ლუჩანო სპალეტი - რაც კვარაცხელიამ ოსიმენის გოლის დროს გააკეთა, ესაა მეგობრობა და გუნდურობა

ნახვები: 635 ლუჩანო სპალეტი - რაც კვარაცხელიამ ოსიმენის გოლის დროს გააკეთა, ესაა მეგობრობა და გუნდურობა

ლუჩანო სპალეტიმ „სპეციასთან“ 3:0 მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის დუეტი გამოარჩია და „ნაპოლის“ ფეხბურთელები ამ მატჩში გამოვლენილი თვისებებისა და მენტალიტეტის გამო შეაქო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა გოლი და მეორეს გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვიქტორ ოსიმენს დუბლის შესრულებაში დაეხმარა.

„ასეთ თამაშებში ფეხბურთელების მენტალიტეტი ვლინდება. „სპეცია“ ნახევარდაცვაში ძლიერად გვებრძოდა და სივრცე მინიმუმამდე შეგვიმცირა.

ყველაზე მეტად პირველ ტაიმში ოსიმენსა და კვარაცხელიას ვკარნახობდი. რატომ? ჩვენ გვჭირდება მათი ხარისხი, მათი კრეატიულობა, მათი ფანტაზია, რადგან მათ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა და გზების გახსნა ისეთ მომენტებში, როდესაც ეს გზა არ ჩანს.

უბრალოდ ბურთის გადატანა საკმარისი არ არის, გვჭირდებოდა სივრცეების გახსნა, რადგან დღეს ბურთის გადატანა ძალიან რთული იყო, მოედანი კი – ძალიან მშრალი და მძიმე. ჩვენ ვერ ვიპოვეთ იგივე ტემპი, რომელსაც მიჩვეული ვართ. მაგრამ გუნდმა მოახერხა მომენტების ინდივიდუალურად შექმნა.

გუნდური თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ადასტურებს ის, რაც კვარამ ოსიმენის გოლის დროს გააკეთა. ესაა ჩვენი გუნდის მთავარი თვისება, რომელიც ბიჭებმა გაითავისეს. ეს მეგობრობა და გუნდურობა ინდივიდუალურობაზე წინ დგას.

დიახ, კვარაცხელია პენალტისტია, მაგრამ სხვებიც არიან, რომლებსაც დარტყმა შეუძლიათ. დღეს გოლი ოსიმენს კვარამ გაატანინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგში ოსიმენი კვარას გაატანინებს“, – განაცხადა სპალეტიმ Sky Sport Italia-სთან.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა