ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გიგი უგულავა - მირჩევნია, ჩემი რეპუტაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ჭრილობების შეხორცებას მოვახმარო

ნახვები: 647 გიგი უგულავა - მირჩევნია, ჩემი რეპუტაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ჭრილობების შეხორცებას მოვახმარო

შიდა არჩევნები სამწუხაროდ, ყოველთვის იწვევს ჭრილობებს, მაგრამ პოლიტიკური სიმწიფე, საერთო ღირებულებები და ქვეყნის სიყვარული უნდა გვაიძულებდეს, რომ ეს ჭრილობა, რაც შეიძლება მალე შეხორცდეს, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

​„კარგად მესმის ადამიანების იმედგაცრუება, თითქოს ენერგია გვაქვს დაკარგული, თითქოს იმედი გვაქვს დაკარგული, თითქოს გათითოკაცებულია ყველა, ამას დაემატა ჭრილობები, რომლებიც ბუნებრივია, ამ არჩევნებმა გამოიწვია“,- განაცხადა უგულავამ.

როგორც უგულავამ აღნიშნა, მიესალმება ნიკა მელიას განცხადებას პარტიაში დარჩენის შესახებ. ამასთან, მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, მელია დღევანდელ ყრილობას დასწრებოდა.

„ვნახე ადამიანები, რომლებიც ამ შემთხვევაში დამარცხებულ მხარეს წარმოადგენენ. მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, რომ ის მიესალმა და გამარჯვება მიულოცა ლევან ხაბეიშვილს. მივესალმები ასევე იმ გადაწყვეტილებას, რომ მან პარტიაში დარჩენის შესახებ განაცხადა. დანარჩენის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით. სასურველი იქნებოდა, რომ ნიკა მელია და სხვა ლიდერებიც ყოფილიყვნენ დღეს. სამწუხაროდ არ იყვნენ, მაგრამ უნდა ვიხელმძღვანელოთ მათი განცხადებით, ისინი რჩებიან ამ პარტიის წევრებად და დანარჩენს უკვე მომავალი გვიჩვენებს.

თქვენ იცით, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ ჩავრთულვარ. სწორედ ამიტომ, რომ მირჩევნია, ჩემი რეპუტაცია იქნება, თუ პირადი ძალისხმევა, მოვახმარო სწორედ აი, ამ ჭრილობების შეხორცებას. ნუ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში. მიმაჩნია, რომ დღეს ცალკე გრავიტაციის ცენტრს ვერავინ ვერ შექმნის და სჯობს, რომ ვიმუშაოთ“,- აღნიშნა გიგი უგულავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა