ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გიგა ბოკერია - რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენა საქართველოს უზრდის საფრთხეს უზომოდ ახლო, საშუალო და შორეულ მომავალში

ნახვები: 505 გიგა ბოკერია - რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენა საქართველოს უზრდის საფრთხეს უზომოდ ახლო, საშუალო და შორეულ მომავალში

მე იმედი მაქვს, რომ ეს ამბავი ვერ განხორციელდება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ეს თუნდაც, მნიშვნელოვანი ეპიზოდი. დღეს ეს ყველაფერი არის დასტური იმისა, რომ ჩვენი დასავლეთისგან და აშშ-სგან იზოლაციის პროცესი ღრმავდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც მან შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ გაკეთებულ განცხადება.

 

ბოკერიას შეფასებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენა საქართველოს უზრდის საფრთხეს „უზომოდ ახლო, საშუალო და შორეულ მომავალში“.

 

„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვყოლოდა ხელისუფლება, რომელიც ამ ვითარებით ისარგებლებდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს და დასავლეთსაც სჭირდება საქართველო ნატო-ში, დაცული და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო თავისუფალ ვაჭრობაზე, ამის ნაცვლად ვართ, რბილად რომ ვთქვათ, ყველას თვალში ეჭვმიტანილები და ჩემს თვალში დადასტურებულად პუტინთან პარტნიორობაში. რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენა არის ის, რაც საქართველოს უზრდის საფრთხეს ახლო, საშუალო და შორეულ მომავალში. ყველა ჩვენს მოქალაქეს ბევრად მეტი მსხვერპლი დაუჯდება ჩვენი სახელმწიფოს დაცვა იმის გამო, რომ გვყავს დღეს ივანიშვილი, თუ ის არ შევცვალეთ, მანამ სანამ ეს ფანჯარა არ დაიხურება.

 

ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს უწევს ამ განცხადების გაკეთება არა მნიშვნელოვან საკითხზე, არამედ იმაზე, რომ ამ ნაბიჯს თუ გადადგამთ, ეგ რუსეთის დახმარებაა, ეგ უკვე ღალატის ტოლფასია და კატასტროფაა იმის მიუხედავად აღდგება თუ არა ფრენები,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა