ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დარეჯან ცხვიტარია - არსად წასვლას არ ვაპირებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და გუშინ რომ მოვიდა, იმას რა უნდა დავუთმო

ნახვები: 633 დარეჯან ცხვიტარია - არსად წასვლას არ ვაპირებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და გუშინ რომ მოვიდა, იმას რა უნდა დავუთმო

დავრჩები პარტიულ თანამდებობაზე. არსად არ ვაპირებ წასვლას, რადგან ყველამ უნდა ვიფიქროთ მიშას გადარჩენაზე. ეს არის ჩვენი გამაერთიანებელი და ამოსავალი წერტილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.

დარეჯან ცხვიტარია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან“.

დარეჯან ცხვიტარიას თქმით, ხაბეიშვილის განცხადება ძალიან ხმამაღალია.

„თვითონ მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ არ მივდივართ პარტიიდან, ვინაიდან დღეს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. მე ვარ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გუშინ რომ მოვიდა, იმას რა უნდა დავუთმო. ეს პარტია ჩემთვის ოჯახია, ჩემი ქვეყნის მომავალია მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. არსად არ ვაპირებ წასვლას, დრო გვაჩვენებს. ახლა პირველია მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი.

ხაბეიშვილი ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული პარტიის თავმჯდომარედ და ამხელა უფლება მისცე საკუთარ თავს, ცოტა სხვანაირად მეჩვენება. მე, დარეჯან ცხვიტარიას, შემიძლია სიცოცხლე გავწირო მიხეილ სააკაშვილისთვის ამ წუთას, მაგრამ ამხელა პარტიის სახელით რაღაცა ვთქვა, ამის უფლება არავის აქვს. ასეთ შემთხვევაში ვიღაცას უნდა დაეკითხო. პირადად მე შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ამხელა პარტიაა, რომელმაც ხვალ ხელისუფლება უნდა შეცვალოს და ასეთი განცხადებების გაკეთებისას ვიღაცას მაინც უნდა დაეკონტაქტოს.

ლაპარაკობ ერთს და აკეთებ მეორეს, ეს მიუღებელი პროცესია. ამბობ, არავის არ შევეხებით, ყველა უნდა დარჩეს პარტიაშიო, მაშინ ეს სიტყვა უნდა გამართლდეს. თუ სიტყვას ფასი არ ექნება, მაშინ სხვა პროცესები განვითარდება. ყველაფერი ასე არ არის, აირჩიეს და ამით დამთავრდა, პროცესები განვითარდება. რასაც ამბობ, იმის პასუხისმგებელი უნდა იყო“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა