ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ანა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალბათ თავად გაერკვევიან, როგორ მოექცევიან საკუთარ მანდატებს

ნახვები: 500 ანა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალბათ თავად გაერკვევიან, როგორ მოექცევიან საკუთარ მანდატებს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ალბათ თავად გაერკვევიან, როგორ მოექცევიან საკუთარ მანდატებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან“.

„ეს საკითხი მორიგ ჯერზე დაიძრა პარტიის შიგნით და ალბათ თავად გაერკვევიან, როგორ მოექცევიან საკუთარ მანდატებს. სწორად რომ მიმაჩნდეს, იმავეს გავაკეთებდი. ვინაიდან იმავეს არ ვაკეთებ, ე.ი. სხვა შეხედულება მაქვს ამ საკითხზე. ეს პოზიციონირება სწორად რომ მიმაჩნდეს, ამ საკითხს თავად დავსვამდი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა