ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გურამ მაჭარაშვილი - ვის რაში სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატები

ნახვები: 648 გურამ მაჭარაშვილი - ვის რაში სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატები

ვის რაში სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატები საკრებულოში ან პარლამენტში და, მით უმეტეს, ოფისი? თუ ხაბეიშვილს ჰგონია, რომ მათ მანდატებს რაიმე წონა აქვს, ძალიან ცდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან“.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხაბეიშვილმა თავმჯდომარეობა არასერიოზულობით დაიწყო.

„ის თუ იცის, რომ არაფერი ღირს, არაფერს ვის სთავაზობს? ხაბეიშვილმა თავმჯდომარეობა არასერიოზულობით დაიწყო, რაც მოსალოდნელიც იყო. მან აღიარა, რომ არის მერაბიშვილ-კეზერაშვილი. პარტიის დაშლა დაწყებულია და ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, რათა ჩაანაცვლოს ეს ძალა. ლევან ხაბეიშვილი არ არის სერიოზული – პარტიაში მივიდა და ცარიელი ოფისი დახვდა, მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. ამბობენ, რომ ამ პარტიაში გაიმარჯვა არაფორმალურმა მმართველობამ. არაფორმალურ მმართველობას ქვეყანაში ეძებდნენ და საკუთარ პარტიაში მიიღეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა