ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი: უკრაინაში ამერიკული სახსრების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები არ გამოვლინდა

ნახვები: 504 აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი: უკრაინაში ამერიკული სახსრების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები არ გამოვლინდა

 უკრაინაში ამერიკული სახსრების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები არ გამოვლინდა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ვაშინგტონში მას შემდეგ გააკეთეს, რაც გასულ კვირას უკრაინაში ათზე მეტი მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„ჩვენ არ გამოგვივლენია ნიშნები, რომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი სახსრები უკრაინაში არამიზნობრივად იყო გამოყენებული. მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენთან სამუშაოდ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი დაცვა, რომ აშშ-ის დახმარებამ მიაღწიოს მათთან, ვისთვისაც ის არის გამიზნული“, – განაცხადეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში.

ამასთან, უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას მსოფლიო ბანკთან გამოყოფილი სახსრების მონიტორინგის მიზნით და უკრაინასა და სხვა პარტნიორებთან კორუფციის დასაძლევად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა