ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ენტონი ბლინკენი ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს, დაასრულონ ძალადობა და მიემხრონ ორი სახელმწიფოს იდეას

ნახვები: 501 ენტონი ბლინკენი ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს, დაასრულონ ძალადობა და მიემხრონ ორი სახელმწიფოს იდეას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს, დაასრულონ ბოლოდროინდელი ძალადობა და მიემხრონ ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას – ორი სახელმწიფოს იდეას, სადაც ისრაელის გვერდით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იარსებებს პალესტინა.

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში პალესტინაში იმყოფება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რამალაში პალესტინის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა დამატებით 50 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების გამოყოფის შესახებ, რომელსაც პალესტინა გაერო-ს ფონდების საშუალებით მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება პალესტინელებისთვის მეოთხე თაობის მაღალსიჩქარიანი სატელეკომუნიკაციო სერვისების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

მაჰმუდ აბასთან შეხვედრამდე ბლინკენმა დეირ დიბვანი მოინახულა, რამალასთან მდებარე ქალაქი, სადაც არაერთი პალესტინელი ამერიკელი ცხოვრობს და იქ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ბიზნესმენებს შეხვდა.

ეს ენტონი ბლინკენის პირველი ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლების სათავეში ბენიამინ ნეთანიაჰუ დაბრუნდა. ერთი დღით ადრე ბლინკენი სწორედ თელავივს სტუმრობდა.

როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პალესტინაში საკონსულოს აღდგენას გეგმავენ, რომელიც ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა, თუმცა ჯერ უცნობია, როდის მოხდება ეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა