ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სოფო ჯაფარიძე - მოგმართავთ, ქალბატონო სალომე - ნუ მოკლავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ნუ დაამახინჯებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ისტორიას

ნახვები: 640 სოფო ჯაფარიძე - მოგმართავთ, ქალბატონო სალომე - ნუ მოკლავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ნუ დაამახინჯებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ისტორიას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს თხოვნით, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილი და „გამოიყენოს ბერკეტი, რომელიც აქვს“.

 

როგორც ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველწუთიერად მძიმდება და დრო აღარ იცდის.

 

„მოვისმინეთ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადება და ყველამ გავიგეთ, როგორ უკიდურესად დამძიმდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დრო აღარ იცდის - ყოველ წუთსა და წამს მისი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ათიათასობით მოქალაქის სახელით, რომელთაც პირადად შევხვდი და რომელთა მოთხოვნაც პირადად მოვისმინე. პრეზიდენტთან შევიტანეთ ათიათასობით მოქალაქის და ემიგრანტების წერილი. პრეზიდენტს მივმართავ ემიგრანტების, ათასობით ჩვენი ჯარისკაცის სახელით. ვართ ძალიან აღელვებულები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველწუთიერად მძიმდება. დღეს სხვა არაფრის დრო არ არის - უნდა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. მოგმართავთ, ქალბატონო სალომე - ნუ მოკლავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ნუ დაამახინჯებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ისტორიას, სამუდამოდ ნუ დაგვიკარგავთ ევროპულ პერსპექტივას, გადაარჩინეთ მიხეილ სააკაშვილი და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიღების ბერკეტიც გაქვთ. მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი. სხვა შემთხვევაში, თავად კლინიკა „ვივამედის“ ექიმებიც აღიარებენ, რომ შეიძლება, ეს ყველაფერი დიდი უბედურებით დასრულდეს. გთხოვთ ასიათასობით მოქალაქის სახელით - გადაარჩინეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა