ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პეტრე ცისკარიშვილი - ლოდები გვაქვს შესაგროვებელი, დარწმუნებული ვარ, ბევრი წონიანი ფიგურა მოისურვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას

ნახვები: 500 პეტრე ცისკარიშვილი - ლოდები გვაქვს შესაგროვებელი, დარწმუნებული ვარ, ბევრი წონიანი ფიგურა მოისურვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას

კენჭების შეგროვების დროაო, რომ ამბობენ, ჩვენს შემთხვევაში, ლოდები გვაქვს შესაგროვებელი. დარწმუნებული ვარ, ბევრი წონიანი ფიგურა მოისურვებს, დაუბრუნდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში არჩევნების დასრულების შემდეგ პარტიის წევრები თანამშრომლობას განაგრძობენ.

„კენჭების შეგროვების დროაო, რომ ამბობენ, ჩვენს შემთხვევაში, ლოდები გვაქვს შესაგროვებელი. იმდენი ხალხი, იმდენი მძიმეწონიანი ფიგურაა, უბრალოდ, სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, რადგან წინასწარ მათთან კონსულტაციები არ გაგვიმართავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი, ვისაც ვგულისხმობ, მოისურვებს, ჩაერთოს, დაუბრუნდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მეტიც, მათ შორის უნდა იყვნენ ისინიც, ვინც დღეს არიან ლევანის კონკურენტები, სამივე კონკურენტი, მათი შტაბის წარმომადგენლები, ვინც შეიძლება, აქტიურად მუშაობს და არის კრიტიკაც, ურთიერთბრალდებებიც, რადგან კონკურენცია არჩევნების თანმდევი ნაწილია. პრაიმერიზი როდესაც არის, ყველგან ასეა – შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ზელანდიით დასრულებული. შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება ერთ-ერთი ნიშანმდევია „ნაციონალური მოძრაობისა“.

ამის შემდეგ, მეორე დღეს ყველაფერი იწყება თანამშრომლობით, მეგობრობით, გამარჯვებულის მხრიდან ხელის გაწვდით. ცხადია, დამარცხებული მიულოცავს, ამ შემთხვევაში, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც გაცილებით მეტ ხმას მოიპოვებს, მაგრამ ლევანის მხრიდან იქნება თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელი გაწვდილი ყველას მიმართ, ვინც იყო ამ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ნებისმიერი შტაბიდან“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა