თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ჯო ბაიდენი - ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი ტერიტორია და გადავიდეს კონტრშეტევაზე

ნახვები: 654 ჯო ბაიდენი - ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი ტერიტორია და გადავიდეს კონტრშეტევაზე

უკრაინისთვის Abrams-ის 31 ტანკს და ჯავშანტექნიკის 500 ერთეულზე მეტს გამოვყოფთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრს სახლში გამოსვლის დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გადაცემული Abrams ტანკებისგან სატანკო ბატალიონი შედგება. ბაიდენის თქმით, ტანკების გადაცემა რამდენიმე თვეში მოხდება.

“ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ტერიტორია და კონტრშეტევაზე გადავიდეს. ქვეყანა რომ გაათავისუფლონ, მათ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაზარდონ… დღეს ჩვენ [უკრაინისთვის] გამოვყოფთ 500 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკის, და მე ასევე ვაცხადებ, რომ გამოვყოფთ Abrams-ის 31 ტანკს”, - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტანკების მომსახურებისთვის უკრაინას ასევე გადაეცემა 8 სარემონტო-საევაკუაციო მანქანა. აშშ დაუყონებლივ დაიწყებს უკრაინელი ტანკისტების Abrams-ისთვის მომზადების პროგრამაზე მუშაობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა