Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ხვიჩამ და ნკეტიამ რეალობა შეცვალეს - "ნაპოლი" და "არსენალი" მონატრებულ ტიტულთან ახლოს

ნახვები: 579 ხვიჩამ და ნკეტიამ რეალობა შეცვალეს - "ნაპოლი" და "არსენალი" მონატრებულ ტიტულთან ახლოს

ტოპ-საფეხბურთო ჩემპიონატებში პირველი წრე დასრულდა ან სრულდება და გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შესაძლებელია. უპირატესობის შენარჩუნება თუ განიავება არაერთხელ გვინახავს, შესაბამისად, პროგნოზები მაინც ნაადრევია. ორი გუნდი განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების ქვეშაა, ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატის ლიდერები, ლონდონის "არსენალი" და "ნაპოლი".

2003-04 წლების სეზონში არსენ ვენგერის გუნდმა თითქოს შეუძლებელი შეძლო და პრემიერლიგაში, ტიერი ანრის ლიდერობით, წაუგებლად გაიმარჯვა. გუნდში სხვა დიდებული მოთამაშეებიც იყვნენ. ამის შემდეგ "წითელმა" ლონდონმა "ლურჯი" მხარის, "ჩელსის" არაერთი ტიტული, მათ შორის, 2 ჩემპიონთა ლიგა იხილა და მათ ახლა გამარჯვების გემოს

 

დაბრუნება ძალიან სჭირდებათ. რაც შეეხება "ნაპოლის", უკვე 33 წელია, გუნდი სკუდეტოს მოპოვებასა და მარადონას დროის დიდების დაბრუნებას ელის, თუმცა აქამდე უშედეგოდ. რამდენჯერაც ამ ქალაქში ჩემპიონობაზე საუბარი ნაადრევად დაიწყეს, ამას შესაბამისი დასასრული არ მოჰყვა და ახლა ამ გიჟური ადგილის გულშემატკივრები ცდილობენ, პირში წყალი რაც შეიძლება დიდხანს ჩაიგუბონ და გადამწყვეტ მომენტში აფეთდნენ. უახლოეს მდევართან 12-ქულიანი სხვაობა, ტურინის "იუვენტუსის" დასჯა და რაც მთავარია, ლუჩანო სპალეტის გუნდის დიდებული სათამაშო ფორმა ოპტიმიზმის ყველანაირ საფუძველს იძლევა.

Sportall.Ge

და რა იყო სეზონის წინ? ლონდონის "არსენალი" განსაკუთრებულად მაინც არ გაძლიერებულა, "ნაპოლიდან" კი ლიდერები წავიდნენ და მათი შეცვლა თითქოს შეუძლებელი ამბავი ჩანდა. გავა დრო და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ეპოქალურ მნიშვნელობას შეიძენს, არაორდინარული ქართველი ხომ აქ მოსვლის პირველივე დღიდან გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდა. სეზონის წინ, როცა საქართველოში ნეაპოლელების თამაშს ასე დეტალურად ნაკლებად ვაკვირდებოდით, იტალიურ მედიაში წერდნენ, რომ ძალიან ნიჭიერ ვიქტორ ოსიმენს გვერდით აუცილებლად სჭირდებოდა ისეთი შემტევი, რომელიც 24 წლის ნიგერიელს ზონებს გაუხსნიდა და ის უფრო მეტი საგოლე შანსის შექმნას შეძლებდა. ყველაფერი კარგი ასე აგიხდეთ. ვიქტორს გასულ სეზონებში 10 და 14 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა, ახლა კი ეკვატორზე უკვე 13 გოლი აქვს. ამაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველ გარემარბსაც შეაქვს. "არსენალთან" პარალელი რომ გავავლოთ, ცოტა ხნის წინ ბრაზილიელი გაბრიელ ჟესუსი დაშავდა და როცა ლონდონელები თითქოს დაიძაბნენ, 23 წლის ედი ნკეტია ძალიან თავდაჯერებით ათამაშდა და უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" დუბლი შეუსრულა. ასე რომ, ზოგჯერ, როცა რომელიმე ლიდერის გარეშე დარჩენა კატასტროფა გგონია, იქნებ საქმე უკეთეს მდგომარეობასთანაც გქონდეს. ინსინიეს "ნაპოლიდან" წასვლას ხომ ერთგვარი შფოთიც კი მოჰყვა.

Sportall.Ge

მიკელ არტეტამ გასულ წლებში ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა, რის შედეგებსაც ახლა იმკის. მოთამაშეები, რომლებსაც გუნდში პირველი სეზონი არ აქვთ, ახლა თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ და დამრიგებელთან ერთად გაიზარდნენ. ასეთი ნორვეგიელი მარტინ ოდეგორია, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და ყოველწლიურად უფრო შემოქმედებითი, შედეგიანი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულია. "ნაპოლის" მსგავსი სტილის ნახევარმცველი ნაკლებად ჰყავს, საგოლე იერიშებითა და პასებით აქ კვარაცხელია გამოირჩევა. ლონდონელებში ამ მხრივ ბუკაიო საკაც მოწინავეა. ლუჩანო სპალეტისაც ხომ ზურგს ყველაფერთან ერთად "ნაპოლის" გასული სეზონის გამოცდილება უმაგრებს, როცა ლიდერობა ხელიდან გაუშვეს და ეს ძალიან უნდა გამოადგეს. მის სხვა მოთამაშეებზეც შეგვიძლია ვთვათ, რომ ყოველწლიურად პროგრესირებენ - სტანისლავ ლობოტკას ( "ნაპოლიში" მე-4 სეზონს ატარებს), ზამბო ანგისა (მეორე სეზონი) თუ ელიფ ელმასი (მეოთხე სეზონი).

დაველოდოთ, იტალიური გუნდები "ნაპოლისთვის" წინააღმდეგობის გაწევას რამდენად შეძლებენ, "არსენალს" კი ზურგსუკან თვით პეპ გვარდიოლას "სიტის" სუნთქვა ესმის.

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა