ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაღალი მხარდაჭერით დაამტკიცა რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული, ჩვენი შთავაზებული რეზოლუცია

ნახვები: 511 არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაღალი მხარდაჭერით დაამტკიცა რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული, ჩვენი შთავაზებული რეზოლუცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაღალი მხარდაჭერით დაამტკიცა რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცია, მათ შორის ცვლილება, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ იყო შეთავაზებული.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს საკითხი პრიორიტეტულად რჩება საერთაშორისო დღის წესრიგში და ამას ადასტურებს ასამბლეის მაღალი მხარდაჭერა საქართველოს დელეგაციის მიერ შეთავაზებულ ცვლილებაზე.

„დელეგაციას ძალიან ძლიერი პოზიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და რეზოლუცია, საბოლოო ჯამში, გამოხატავს იმ პოზიციას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი რჩება საერთაშორისო დღის წესრიგში პრიორიტეტულად, ამას ადასტურებს ასამბლეის მაღალი მხარდაჭერა ჩვენ მიერ შეთავაზებულ ცვლილებაზე. რა თქმა უნდა, რეიკიავიკის სამიტისთვის დაწყებულია მზადება. ეს იქნება მაღალი პოლიტიკური დონის ფორუმი, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება, რომ, ერთი მხრივ, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ გაიყვანოს ჯარები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. ამის მყარი საფუძველი არის რეზოლუცია, რომელიც დაამტკიცა საპარლამენტო ასამბლეამ. მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს სამდივნოს, დელეგაციის ყველა წევრს, ჩვენს კოლეგებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარდაჭერისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა სხდომაზე და კენჭისყრის დროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა