ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

მატჩის დღე! "ნაპოლი" წრეს კვარაცხელიას გარეშე დაასრულებს

ნახვები: 510 მატჩის დღე! "ნაპოლი" წრეს კვარაცხელიას გარეშე დაასრულებს

იტალიის სერია "ა"-ში 1-ელი წრე სრულდება, ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" კი "სალერნიტანას" ესტუმრება - დღეს, 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე.

საგარეჯოში განვითარებული მოვლენის გამო საქართველოში ტრაგიკული განწყობაა. ასეთ დროს ფეხბურთს დიდი ძალა აქვს, ხვიჩა კვარაცხელიას მატჩებს კი განსაკუთრებულად ველით (ამ ამბავს თავადაც გამოეხმაურა). თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენებურს ვერ ვნახავთ. გაციების შემდეგ ქართველი გარემარბის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უმჯობესდება, თუმცა მიმდინარე კვირაში მან მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა და სავარაუდოდ, 29 იანვარს, მეორე წრის პირველ დაპირისპირებაში, "რომასთან" დაბრუნდება. "კვარა" გასულ ტურში შეუდარებელი იყო და

 

"იუვენტუსის" დიდი ანგარიშით (5:1) დამარცხებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა.

თუკი ხვიჩა არაა, მისი შეცვლის უპირველესი კანდიდატი მაინც ელიფ ელმასია და არა ჯაკომო რასპადორი. ჩრდილომაკედონიელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ მოიაზრება, თუმცა, როცა ლუჩანო სპალეტის სჭირდება, სხვადასხვა ადგილას წარმატებით თამაშობს, ამასობაში კი 5 გოლი და 1 შედეგიანი მოქმედებაც დაუგროვდა. 23 წლის ელმასი მარჯვენა ფლანგზეც კი გაისარჯა თუმცა თითქოს მინდვრის ცენტრში ყველაზე პროდუქტიულია.

Sportall.Ge

ასეა თუ ისე, ელიფი მზადაა, თავისი შანსი მიიღოს და კვარაცხელია შეცვალოს, თუმცა ეს რთული ამბავია. ჩვენებურის ირგვლივ მუდმივად რამდენიმე მეტოქე მოძრაობს, რაც ზონებს სხვა ნეაპოლელებს უხსნის, ამავდროულად კი, "კვარადონას" განსაკუთრებული დრიბლინგი და არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნია. მას მესის, ნეიმარსა და საკასთან ერთად ევროპის ტოპ-ლიგებში მინიმუმ 7 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს, სულ კი ხვიჩას ანგარიშზე 9 გოლი და 12 შედეგიანი მოქმედებაა. აღსანიშნავია, რომ როცა ტრავმის გამო ქართველმა 3 შეხვედრა გამოტოვა, ნეაპოლელებს წარმატებაში ხელი არ შეშლიათ.

"ნაპოლი" და "სალერნიტანა" ყველა ტურნირზე ერთად 27-ედ დაუპირისპირდებიან, აქედან ნეაპოლელებმა 12 მოიგეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა და მეტოქეს მხოლოდ სამჯერ გაამარჯვებინეს. ბოლოს "სალერნიტანამ" 21 წლის წინ, 2002 წელს მოიგო, როცა გუნდები სერია "ბ"-ში გამოდიოდნენ.

ნეაპოლელთა მოწინააღმდეგემ უკანასკნელად 30 ოქტომბერს გაიმარჯვა, როცა "სტადიო ოლიმპიკოზე" "ლაციოს" (3:1) აჯობა. გუნდი 37 წლის მექსიკელი მეკარით, გილერმო ოჩოათი გაძლიერდა, თუმცა ეს საკმარისი ვერ იქნება. გუნდის დაცვის ხაზში სახელოვანი ვეტერანები, ფედერიკო ფასიო და ანტონიო კანდრევა გამოდიან, წინ კი ერთ დროს "მილანელი", პოლონელი კრისტოფ პიანტეკია. საინტერესოა, რომ დავიდე ნიკოლა გუნდიდან გაუშვეს და ორ დღეში ისევ დააბრუნეს - ჯერჯერობით უკეთესი კანდიდატურა ვერ იპოვეს.

Sportall.Ge

სპალეტის გუნდმა თასზე ასპარეზობა "კრემონეზესთან" შეწყვიტა, თუმცა ხასიათის გამოსწორება მათ ნაკლებად სჭირდებათ, იტალიის ჩემპიონატს 9 ქულით ლიდერობენ. "ნაპოლის" დამრიგებლისგან ოპტიმალურ შემადგენლობას უნდა ველოდოთ. სავარაუდოა, რომ მარჯვენა ფლანგს ირვინ ლოსანო დაუბრუნდება, მატეო პოლიტანო კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. ვიქტორ ოსიმენი სეზონში მე-13 გოლის გატანას და ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურებას ეცდება.

მატჩს 38 წლის დანიელე ჩიფი განსჯის, რომელიც ფეხბურთელებს საკმაოდ ხშირად აფრთხილებს და პენალტის დანიშვნაც არ უძნელდება.

 

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა